ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი გასაიდუმლოებული ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. უილიამ ბერნსი კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. ბერნსმა ზელენსკის, უახლოესი პერიოდისთვის რუსეთის სამხედრო გეგმები გააცნო