იმას, რასაც ბევრი უსარგებლოდ მიიჩნევს, თავისი მნიშვნელობა და სილამაზე გააჩნია. მადლობა, რომ ეს დაინახეთ და გაიგეთ. იმედია, საკუთარი თავის მნიშვნელობაზე ჩემი სათქმელიც მიიღეთ".
ანას პოსტს ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება და 200 ათასზე მეტი მოწონება ხვდა წილად.
მოგვიანებით, კაბის მნიშვნელობა მის ტაილანდის ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზეც აიხსნა.
"ანას ზოგი 'სანაგვის სილამაზის დედოფლად' მოიხსენებდა, თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ძვირფასი ქვის მსგავსად ეკაშკაშა", — წერია გვერდზე.
24 წლის სიუანგამ-იამი ბანგკოკის ღარიბულ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მოგვიანებით, სიღარიბისგან დასაცავად, ოჯახმა იგი ბუდისტურ ტაძარში გაგზავნა, სადაც ანა მონაზვნებთან ერთად იზრდებოდა, მისი ძირითადი საჭმელი კი ბერების სადილის ნარჩენები იყო. იმისათვის, რომ განათლება მიეღო და სწავლის საფასური დაეფარა, მომავალი მოდელი ნარჩენებს აგროვებდა და სისხლს აბარებდა ხოლმე.
დღეს უკვე წარმატებული მოდელი და მსახიობი იმედოვნებს, რომ თავისი სტატუსი დაეხმარება, სოციალურად დაუცველი ბავშვების ხმა სხვებს გააგონოს. ამისთვის ანა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთანაც თანამშრომლობს