ამერიკელი მსახიობი ჯერემი რენერი, რომელიც თოვლის წმენდისას უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მსახიობი კლინიკაში ახლი წლიდან იმყოფებოდა და ამასობაში მას 2 ოპერაცია ჩაუტარეს და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებში გადიოდა.რენერმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც ნევადას შტატში, საკუთარ რანჩოზე გზას თოვლისგან ასუფთავებდა. სამართალდამცველების ცნობით, მსახიობს მისივე თოვლის საწმენდი მანქანა დაეჯახა, რომლის წონაც 6,5 ტონაა. მსახიობმა მკერდის ბლაგვი ტრავმა და ორთოპედული დაზიანებები მიიღო.
ჯერემი რენერი იყო ნომინირებული „ოსკარზე“, BAFTA-სა და „ოქროს გლობუსზე“. ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით არის: „ქურდებს ქალაქი“, „შეუსრულებელი მისია: პროტოკოლი ფანტომი“, „ბორნის ევოლუცია“, „ალქაჯებზე მონადირე“. რენერი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში კლინტ ბარტონის (ქორისთვალას) როლს ასრულებს.