საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას შეუძლია ეს რეგიონი გარდაქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური მედიატორია.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რეგიონის სამივე ქვეყანა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო თუ გააერთიანებს ძალისხმევას, რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება.