საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა. პრემიერი შეხვედრას მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა .
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.