დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არ შეერთების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ამასთან, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ფრენების აღდგენას მიესალმებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი მტკიცებით, ამით რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რიგი სახის პრობლემები გადაიჭრება.
ლავროვისა და მმართველი გუნდის პოზიციას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მათი მტკიცებით, რუსეთი ქართულ ოცნებას მეგობრად აღიქვამს, რაც მმართველი გუნდის მიერ გადადმულ ნაბიჯებში გამოიხატება.