საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა - Palitra News

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა

2023-01-19 16:56:15+04:00

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასშტაბური გაფიცვა გამოცხადდა. გაფიცვაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები, ქარხნების თანამშრომლები და სხვა სექტორებში დასაქმებულები მონაწილეობენ. საპენსიო რეფორმა, საპენსიო ასაკის ორი წლით – 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.