ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა. „დავბრუნდი უკან, კიევში, რათა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილო. დაე, 2023 გამარჯვებისა და მშვიდობის მომტანი წელი ყოფილიყოს", - დაწერა მან „ტვიტერზე“.
იქამდე კი შარლ მიშელმა მატარებლიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრას გეგმავს.