ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
მისივე თქმით, ის უკრაინელების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას სულ გრძნობს.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 20 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედის“ ექიმები გამოიკითხებიან, ალასანია ამბობს, რომ მას ამ ექიმების ობიექტურობის იმედი აქვს.
ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.