ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებას მოიცავს.
ამიერიდან, ადგილობრივ ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირიც კი ვალდებული იქნება იქონიოს ამ ღვინის წარმოშობის სერტიფიკატი. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი