უძრავი ქონების ბაზარი გასულ წელს ყველაზე დიდი მოძრაობით ხასიათდებოდა. კვლევების თანახმად, გასული წლის განმავლობაში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი 15%-ით, ქირის ღირებულება 70%-ით, ხოლო გაყიდვები - 28%-ით გაიზარდა. ფასების და მოთხოვნის ზრდა ძირითადად მზარდი მიგრაციული ნაკადებით იყო გამოწვეული. მხოლოდ გასული წლის 8 თვეში, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 ათასზე მეტი შენობა და 14 ათასამდე მიწის ნაკვეთი შეიძინეს.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელსაც ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილი