ტრანსანატოლიური მილსადენით საქართველოს გავლით ევროპაში მთლიანობაში 19,5 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. TANAP-ით, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ძირითადი ნაწილია, 2022 წელს თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა გადაქაჩული. მილსადენი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის, ხოლო მისი გაგრძელება ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენია.
TANAP-ით გაზის ტრანსპორტირება შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით ხდება. მისი მშენებლობა ფორმალურად 2015 წლის მარტში დაიწყო. მილსადენის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 700 მეტრი, ხოლო სიგრძე 1850 კმ-ია.
TANAP-ის მარშრუტი თურქეთის 20 პროვინციაზე, 67 რაიონსა და 600 სოფელში გადის. TANAP-ის პროექტში 51% დახურულ სააქციო საზოგადოება „გაზის სამხრეთ დერეფანს,; 7% SOCAR-ის შვილობილ კომპანია SOCAR Turkey Energy A.Ş-ს; 30% თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ს; ხოლო 12% BP-ის ეკუთვნის.