ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად საკმარისი ენერგია აღარ აქვს.
„მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა გააცნობიერო, თუ როდის ხართ სწორი ადამიანი ლიდერობისთვის და როდის არა. მე ადამიანი ვარ, პოლიტიკოსები ადამიანები არიან. ჩვენ გავცემთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რამდენადაც შეგვიძლია, შემდეგ დროა და ახლა ჩემთვისაც დროა”, - აღნიშნა არდერნმა.
ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე, არჩევნებამდე გააგრძელებს.