ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მისივე თქმით, აფეთქებების ხმა ზაპროჟიეში დილითაც ისმოდა.
სტარუხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადგილობრივი საგანმათლებლო დაწესებულება და რამდენიმე შენობა დაზიანდა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრიანელებმა 760 რუსი დამპყრობელი მოკლეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გვერდზე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა 19 იანვრის მდგომარეობით 118 530 ჯარსკაცი შეადგინა.