Financial Times-მა - ბრიტანულმა გაზეთმა საქმიანი ადამიანებისთვის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 25 ქალი დაასახელა. მათ შორის, სიაში მოხვდნენ:ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავე ბილი აილიში - 20 წლის ასაკში გოგონას ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ფილმის სიმღერისთვის ოსკარი მიენიჭა;სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი - მან წელს თავისი პოდკასტი „არქეტიპები“ გამოუშვა.
პრინცი ჰარის მეუღლემ შეისწავლა სტერეოტიპები, რომლებიც ქალებს ბოჭავს და მათი წარმოშობის წყარო დაადგინა;ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი - ის გასულ ზაფხულს წვეულებაზე გართობის გამო სკანდალში გაეხვია;კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანსია ელენა მარკეს მინა;აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პირველი ფერადკანიანი მოსამართლე ქეტანჯი ბრაუნ ჯექსონი;ბარბადოსის პრემიერ მინისტრი მია მოტლი - მისი ძალისხმევით ბარბადოსმა ბრიტანული მონარქიის მმართველობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა და რესპუბლიკა გახდა;აქტივისტები ირანიდან;ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სარინა ვიგმანი - მან, გუნდთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა;ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ენი ერნო;იაპონიის არმიის ყოფილი ჯარისკაცი ირინა გონო - მან იაპონიის არმიაში სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ განაცხადა;პაკისტანის კლიმატის ცვლილების მინისტრი შერი რეჰმანი - ქვეყანაში წყალდიდობის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა;აბორტის უფლებათა აქტივისტი და ექიმი რებეკა გომპერტსი;უკრაინის უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრა მატვიიჩუკი - 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი;გარდა ამისა, გაზეთმა სიაში შეიყვანა ირანში მცხოვრები ყველა ქალი.