სომხეთში ერთ-ერთი ნაწილის ყაზარმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მძიმეა 3 დაშავებულის მდგომარეობა. ხანძარი გუშინ გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.