NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ „ნიუ იორკ ნიკსის“ სარეზერვო გუნდ, „ვესტჩესტერს“ 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:118 მოუგო.
სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო, მან მოედანზე 36 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა: მამუკელაშვილმა 20 ქულა ჩააგდო და ბურთი 12-ჯერ მოხსნა. მამუკელაშვილის ანგარიშზეა 5 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ერთი ჩაჭრა. მატჩში საუკეთესოდ მისი თანაგუნდელი ჯორდან ბოუნი დაასახელეს, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
ცნობისთვის, „ჰერდი“ 22 იანვარს „რეპტორსს“ უმასპინძლებს.
ქართველი ფორვარდის გუნდის ბალანსი რეგულარულ სეზონში 4-4 გამარჯვებასა და მარცხს შეადგენს. აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეი ოფში 6 გუნდი გადის, თუმცა „ჰერდი“ ჯერჯერობით, მეცხრე ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილმა რეგულარული სეზონის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ის საშუალოდ 21.0 ქულას, 14.0 მოხსნას და 5.5 პასს აგროვებს.