აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი მწუხარებას გამოთქვამენ უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო.
„ჯილი და მე თანაგრძნობას ვუცხადებთ უკრაინაში მომხდარი ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტრისკის და უკრაინის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების, ოჯახებს. ჩვენი გული ასევე არის იმ ათობით მშვიდობიან მოქალაქესთან, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის ძვირფასი ბავშვები“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის უწოდა "რეფორმატორი და პატრიოტი" და შეაქო მისი მონაწილეობა უკრაინის დემოკრატიის შენარჩუნებაში.
კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.. ამასთან, დაშავებულია 25 ადამიანი.