უკრაინა ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" უკრაინის მხარის მიერ საქართველოსთვის „ბუკების“ გადაცემის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
ანდრეი კასიანოვის განცხადებით, გაუგებარია პარლამენტის ვიცე სპიკერის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა.
კასიანოვმა განმარტა, რომ უკრაინის სურვილია, მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა. ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია და მისთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას საქართველომ სამედიცინო აფთიაქები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და საველე ჰოსპიტლები გადასცეს