მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საერთაშორისო თანმეგობრობას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. სანდუს თქმით, თანამეგობრობა უკრაინას ომში გამარჯვებაში უნდა დაეხმაროს. მისივე განცხადებით, თუ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას არ გააძლიერებენ და მას არ დაეხმარებიან, ყველა საფრთხეში აღმოჩნდება.