ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლეგენდარული ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. ბოლო გზაზე გასაცილებლად ქაშუეთის ტაძარში ბუბა კიკაბიძის მეგობრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები მიდიან. ყველა მათგანი ბუბას დიდებულებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აღნიშნავს რომ მისი სახელი მარადიულად დარჩება. ქართველი არტისტი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. მას ხვალ, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.