პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. განსახილველი საკითხები საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.