ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. ევროპელი დიპლომატი პარლამენტის 4 კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას, ნინო წილოსანს, ირაკლი მეძმარიაშვილსა და ირაკლი კოვზანაძეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირი- საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავება და 12 რეკომედაციის შესრულების პროცესი იყო. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გააჩნია.