რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ უხერხულად ჟღერს და უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მან თავად აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკება კანონით. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს.
ლავროვი გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს იმასაც, რომ დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, რუსეთის წინააღმდეგ ბევრი ნაბიჯი გადადგა.