საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ალასანიას თქმით, უსაფუძვლო განცხადებების დრო უნდა დამთავრდეს.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. ასევე გაცხადებაში საუბარი იყო იმაზე რომ მიხეილ სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.