2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, სსქართველოში 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, აქედან 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამავე პერიოდში, ქვეყანაში, 13 ათას 850-თ მიწის ნაკვეთზე რუსეთის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.
რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აქტივობას ეკონომისტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. მის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,ჩვენ ქონების გადასახადს ვიხდით წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. რადგან ამ რუსებს საქართველოში შემოსავალი არ მიუღიათ, ე.ი. ქონების გადასახადსაც არ იხდიან, ანუ ეს უზარმაზარი უძრავი ქონება ამოვარდნილია საგადასახადო სფეროდან. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფულს ათეთრებენ. შეგახსენებთ, რომ ავტო-დაზღვევებზეც არაფერს არ იხდიან. ანუ, უფროსი ძმები არიან და ეკუთვნით, ალბათ“.
"ბიზნეს პალიტრას" სტუმარია გია ხუხაშვილი