პანდემიის შემდეგ, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებთ ინტერესი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის, საქართველოშიც. აღსანიშნია, რომ გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი ბოლო ერთ წელში 50%-ით გაიზარდა. ძირითადი დაინტერესება კი ამერიკიდან, იაპონიიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და გერმანიიდანაა.როგორც ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეები მიიჩნევენ, ამ კუთხით ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ახლა ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობაა საჭირო, რაც სექტორის უცხოეთში მარკეტინგული კამპანიებით პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე შემომვლელი ტურისტების მეტ ინფორმირებას გულისხმობს. თუმცა, ბუნებრივია მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
რა გამოწვევებია და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში გასტრონომიული ტურიზმი მეტად განვითარდეს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე