ინდოეთმა ჩინეთს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოსიმ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივა გამოთქვა.
2022 წლის ბოლოსთვის, ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობამ მილიარდ 417 მილიონი შეადგინა, ამ რიცხვით ის ოდნავ აღემატება ჩინეთის პოპულაციას, რომელთა რაოდენობამაც ბოლო მონაცემებით მილიარდ 412 მილიონი შეადგინა. ეს არის პირველი შემთხვევა 1960 წლიდან, როდესაც ჩინეთში მოსახლეობის კლება დაფიქსირდა.
ინდოეთს, რომლის მოსახლეობის ნახევარი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს წარმოადგენს, უახლოეს წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნადაც მოიაზრებენ. პრემიერი მოიაზრებს, რომ ყოველწლიურად დამატებით მილიონი სამუშაო ადგილი ამ პროცესს კიდევ უფრო რეალურს გახდის.