საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $998-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 23%-ითაა გაზრდილი და 21,400 დოლარს აღწევს.
რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 1,600 დოლარამდეა გაზრდილი; ერთ კვირაში ეთერიუმის ღირებულება 21%-ითაა გაზრდილი. მკვეთრადაა გაძვირებული სხვა მსხვილი კრიპტოაქტივებიც.