"უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს" - განცხადებას ამერიკელი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰენრი კისინჯერი აკეთებს, რომელიც ომის დაწყებამდე უკრაინის ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, ნატომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინის ინტეგრაციის პროცესი სწორად წარიმართოს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება, სჯერა, რომ ეს ალიანსისთვის სასარგებლო შედეგებს გამოიღებს.