მოძრაობა ხალხის ძალის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის გაერთიანების თვითმიზანი და არ გამორიცხავს ქვეყნის სხვა მიმართულებით გაერთიანებას. მისივე თქმით,„ხალხის ძალა“ აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის მომხრეა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, არეულობისა და ომის ხარჯზე.