ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში აბსოლუტურად უპრობლემოდ გავიდა. მან მელბურნში დაბრუნება 3 სეტში მოპოვებული მარტივი გამარჯვებით აღნიშნა. 35 წლის სერბმა ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა 2 საათში, 6:3, 6:4, 6:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდსმენია - წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი მას 9-ჯერ აქვს მოგებული. თუკი ნოლე ავსტრალიის ღია პირველობას მოიგებს, ეს მის კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე 22-ე ტრიუმფი იქნება, რითაც რეკორდსმენ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდება.