ბასილაშვილი წლის პირველ დიდ სლემს პირველივე წრეში გამოეთიშა - Palitra News

ბასილაშვილი წლის პირველ დიდ სლემს პირველივე წრეში გამოეთიშა

2023-01-18 10:28:10+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წლის პირველი დიდი სლემი პირველივე წრეში დასრულდა.

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 90-ე ადგილზეა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან (მე-9 ჩოგანი) დაიწყო და დაასრულა. ბასილაშვილი მასთან 4 სეტში, 4:6, 2:6, 6:4, 5:7 დამარცხდა.

ერთმანეთში აქამდე ჩატარებულ მატჩებში ფრიტცსა და ბასილაშვილს შორის თანაბარი ბალანსი იყო - ორი მატჩი ამერიკელს ჰქონდა მოგებული, ორიც ქართველს.ფრიტცს მოლოდინისამებრ დიდი უპირატესობა ჰქონდა ეისებში: მან 32 ეისი შეასრულა, ბასილაშვილმა კი მხოლოდ 9. ამასთან, ნიკამ 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა