ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველამ იცის ომის რუსული ფორმულა: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები - უკრაინულ მშვიდობის ფორმულას შეუძლია უკრაინასა და მთელს მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველამ იცის ომის რუსული ფორმულა: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები - უკრაინულ მშვიდობის ფორმულას შეუძლია უკრაინასა და მთელს მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს

2023-01-18 09:11:16+04:00

"მსოფლიო უსმენს უკრაინას დავოსში - მათ იციან, რა გაუკეთა რუსეთმა დნიპროს, მათ იციან, რას უკეთებენ ტერორისტები ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასს და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა", - ვოლოდიმირ ზელენკი დავოსის ეკონომიკურ სამიტზე უკრაინის პირველი ლედის გამოსვლას ეხმაურება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა უკრაინისადმი ნათელია. მისივე თქმით, ოლენა ზელენსკამ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, „უკრაინის მშვიდობის ფორმულა“ ყველა ასპექტით წარადგინა, უსაფრთხოების დასაბრუნებლად კი ახლა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ფუნდამენტურია.