საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, თუ რა იგულისხმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში. მაჭარაშვილის თქმით, საკმაოდ საყურადღებოა ის მესიჯები, რომელსაც დასავლეთი სააკაშვილის მიმსამართით აჟღერებს. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში მათ აქტიურად დაიწყეს საუბარი ექსპრეზიდენტის არა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ სიკვდილზე. „ხალხის ძალის“ წევრის განცხადებით, ამგვარი შეცვლილი რიტორიკა მიუთითებს, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს აშანტაჟებს.