პარტია ,,გირჩის” წევრი, სანდრო რაქვიაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი შეფასებით, პარტიაში ახლა სერიოზული კრიზისია და "ნაციონალური მოძრაობა" დე ფაქტო დაშლილია. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები, ერთმანეთის დადანაშაულებაზე არიან გადასულები და ამ პარტიის ბედი, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებზეც აისახება.