დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. მთავარი დისკუსია, რომელიც შავი ზღვის კაბელსა და საქართველოს საშუალებით ევროპისთვის დამატებითი ენერგო რესურსების მიწოდებას შეეხება, ხვალ შედგება. პანელზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში უკვე შეხვდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, შვედური გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელს და საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია სითიგრუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო განიხილეს. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.