Leo Burnett-ის უახლეს სარეკლამო კამპანიაში, რომელიც McDonald’s-ისთვის შეიქმნა, ბრენდის საკულტო ლოგო სიუჟეტის მთავარ დეტალად გვევლინება. რეკლამაში ვერ ვხედავთ სწრაფი კვების ობიექტს — უბრალოდ ნაჩვენებია მარტივი კომუნიკაციის ხერხი, რომლითაც ოფისის თანამშრომლები ერთმანეთს მაკდონალდსზე მიანიშნებენ.გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს წარბებისა და ლოგოს საუკეთესო სინთეზია, მარტივი და სახალისო რეკლამის შესაქმნელად.