ელვის პრესლის ქალიშვილი, მომღერალი ლიზა მარია პრესლი 54 წლისა გარდაიცვალა - Palitra News

ელვის პრესლის ქალიშვილი, მომღერალი ლიზა მარია პრესლი 54 წლისა გარდაიცვალა

2023-01-18 07:56:47+04:00

ელვის პრესლის ქალიშვილი, მომღერალი ლიზა მარია პრესლი 54 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა მომღერლის დედამ, პრისცილა პრესლიმ.

არსებული ინფორმაციით, ლიზა მარია პრესლი გულის შეტევით ლოს-ანჯელესის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.