დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, პირველი კოსმოსური მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. კოსმოსში 9 თანამგზავრი იმ რაკეტას უნდა გაეყვანა, რომელიც ბოინგის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავზე იყო დამონტაჟებული.
ბოინგმა რაკეტა დედამიწიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე გაიყვანა, საიდანაც კოსმოსში გაუშვა. მაგრამ კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწის ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო.
კოსმოსური მისიის შემსრულებელმა კომპანიამ განმარტა, რომ არასაშტატო ვითარება ანორმალურმა მიზეზებმა გამოიწვიეს და ყველა თანამგზავრი დაიკარგა.