აშშ-ის შტატების უმეტესობაში სამთავრობო ქსელებითა და მოწყობილობებით ჩინურ აპლიკაცია „ტიკ-ტოკზე“ წვდომა აიკრძალა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ-ში „ტიკ-ტოკს“ ას მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციას ამერიკელი მოზარდების ორი მესამედი იყენებს. შტატების ხელმძღვანელების შეშფოთება უკავშირდება ვარაუდს, რომ აპლიკაციაზე შესაძლოა, წვდომა აქვს ჩინეთის მთავრობას და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია და ინტერნეტში ძებნის ისტორია დაუცველია.