რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, 2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები ელოდება, მათ შორისაა პერსონალის რაოდენობის ზრდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.