ქაშუეთის ეკლესიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, სადაც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მოქალაქეები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან. ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე, მეუღლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ. სახალხო არტისტს უკანასკნელ გზაზე ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გააცილებენ.