უკრაინულ მშვიდობის ფორმულას შეუძლია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით წერს.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში.
გრძელდება სიმართლის თქმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
ყველამ იცის ომის რუსული ფორმულა: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.
უკრაინული მშვიდობის ფორმულა, პირიქით, შეიცავს ათ პუნქტს, რომლებსაც შეუძლია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს.
მადლობელი ვარ ოლენა ზელენსკასი უკრაინის მშვიდობის ფორმულის წარდგენისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის”, - წერს ზელენსკი.