საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მარკ ბოუმენს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ. მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. დღესვე, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 56-ტ მილიონამდე ევროს მიიღებს.