სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „პალიტრანიუსს" უწყებაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე არის დაკავებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.