"ლიბერთი ბანკსა" და მულტიპროფილურ ლაბორატორია "მეგალაბს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, "ლიბერთის" სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
"ლიბერთის" ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი ქოროღლიშვილის განცხადებით, უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება "ლიბერთის" სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მეგალაბის სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.