ამერიკელი პროფესორის, სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაყვანისას კისერი დაუზიანდა. ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩართვისას განაცხადა,სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
ამასთან, როგორც ამერიკელმა მედიკოსმა სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში ართრიტი აქვს, რაც შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი.
ჯეიმს კობის თქმით, ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სახსრების დაზიანებას. ამერიკელმა პროფესორმა სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხა