ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში 535 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია - ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ. გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, ანუ 521 მლნ-ს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ანუ 229.5 მლნ-ს -133.2%-ით.
დეკემბერში რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდანაც, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში - 317.3 მლნ. გადმორიცხვებით მეორე ადგილზეა იტალია - 43.2 მლნ-ით; შემდეგ აშშ - 34.3 მლნ-ით. ათეულში შედიან ასევე საბერძნეთი, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და ესპანეთი.რაც შეეხება გადარიცხულ თანხას, გასული წლის ბოლო თვეში ქვეყნიდან 33.8 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია