2020 წლიდან დღემდე სახელმწიფოს საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება ჯამში, 136 697 140 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსგან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გამოითხოვა.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მეტი სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავებისთვის იურიდიულ მომსახურებაზე 2021 წელს დახარჯა, ჯამში 71 743 784 ლარი, 2020 წელს ამავე მიზნით 38 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, გასული წლის იანვრ-ნოემბრის პერიოდში კი დაახლოებით 27 მილიონი.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს).